ხიდეშელი: აღდგომის დღესასწაული ერთ-ერთი უდიდესი მისტერიაა

ფსიქოლოგი, საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოების მამარდაშვილის ფილოსოფიის ინსტიტუტის დამფუძნებელი ნონა ხიდეშელი „Sputnik საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობაზე.
Sputnik

„მაცხოვრის დაბადება ასოცირდება გამოღვიძებულ, გამთლიანებულ ადამიანთან, ახალ ცნობიერებასთან, ადამიანთან რომელიც ხვდება, რომ მეწვრილმანე ბუნებაზე მაღლა უნდა დადგეს“ — აღნიშნა ნონა ხიდეშელმა.
ფსიქოლოგის განმარტებით, რელიგია არ არის მხოლოდ რიტუალები, მარხვა, კვების აკრძალვა,  სექსზე უარის თქმა, ეს არის ფუნდამენტალური რევოლუცია ადამიანის ცნობიერებაში.