თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. თბილისში, ზემო ვეძისში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი ადამიანი დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
დაჭრილთა შორის არის მორაგბე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი, ლაშა საჯაია. დაჭრილია ასევე მისი მეგობარი გოგო.
ერთ-ერთი ვერსიით, სროლა ურთიერთშელაპარაკებას მოყვა.
თვითმხილველთა ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ხმაური არ გაუგიათ და სროლა მოძრავი ავტომობილიდან განხორციელდა.
ინციდენტის მოტივები ჯერჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.