ბეგაშვილი: ევას მეჩვიდმეტე ოპერაცია გაუკეთდა

მოდელი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი შვილის, ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„ევა არის მედიცინის სასწაული, მაგრამ არა ქართული მედიცინის. ეხლა არის არაჩვეულებრივად. გაუკეთდა მე-17 ოპერაცია და ვართ იმ ეტაპზე, რომ ძალიან მალე ხელჯოხის გარეშე გაივლის“, ამბობს ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე გასულ წელს მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და ხერხემლის მძიმე დაზიანებები მიიღო. ერთი თვე საქართველოშო გადიოდა მკურნალობის კურსს, რის შემდეგაც თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ.