არიზონაში თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა

ავიაკატასტროფამ ექვსი ადამიანი იმსხვერპლა
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ერთძრავიანმა თვითმფრინავმა Piper PA-24 Comanche-მა არიზონას შტატში ავიაკატასტროფა განიცადა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეარხი RT ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

პოლიციის მონაცემებით, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ქალაქ სკოტსდეილში გოლფის მოედანზე ჩამოვარდა.

ავიაკატასტოფამ ბორტზე მყოფი ადამიანები იმსხვერპლა.

მომხდარი ინციდენტის მიზეზები უცნობია.