ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 12 აპრილს

ხუთშაბათს თბილისში 24 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 10 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს დედაქალაქში ხუთშაბათს, 12 აპრილს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 06:26 საათზე ამოვა და 19:37 საათზე ჩავა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +13 გრადუსი იქნება, დღისით კი +24 გრადუსია მოსალოდნელი.

ქარის სიჩქარე წამში 8–13 მეტრი იქნება.