პოპულარულმა რუსმა მომღერალმა ლოლიტა მილიავსკაიამ კლიპი სიმღერაზე „ბედისწერა“ ამ ზამთარს გადაიღო საქართველოში — ნახევარი თბილისში, ნახევარი კი უფლისციხეში.
კლიპის სიუჟეტი, რომელშიც რეჟისორ თინა ბარკალაიას მიერ შერჩეული 42 მსახიობია ჩართული, ბიბლიური სიმბოლოს — ვაშლის გარშემოა აგებული.