მადონა კოიძე: ბიზნესოპერატორები 1000 ლარზე მეტით უნდა ჯარიმდებოდნენ

სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს, მიაჩნია საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძეს
Sputnik

„ბიზნეს ოპერატორი არ უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ მარტივად გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა და შემდეგ ის  მომხმარებელს ჯიბიდან ამოაცალოს. განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ მადონა კოიძემ.
სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი 1000 ლარით ჯარიმდება.