ეკა გორგოძე: საბოლოოდ მივხვდი, რომ ამ ეტაპზე მუსიკა ჩემთვის ყველაზე მთავარია

ეკა გორგოძე საუბრობს მუსიკისადმი მის დამოკიდებულებაზე, მან „ნიჭიერის“ შიდა შესარჩევ კონკურსზე გაიმარჯვა. ამბობს, რომ მის ოჯახში ყველა მუსიკალური ნიჭითაა დაჯილდოებული.
Sputnik

„მიკვირს, როცა ვხედავ, რომ ჩემს თანატოლებს არაფერი აინტერესებს და  არც ერთ წრეზე არ დადიან“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ეკა გორგოძემ.
ეკა გორგოძე- თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლე, სხვადასხვა მუსიკალურ კონკურსებზე გადის. მისი ნამღერი სოციალურ ქსელებში პოპულარულია.