თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი Vitaspirit ბოსფორის ნაპირზე მდებარე ისტორიულ სასახლეს შეეჯახა, ნათქვამია თურქული გაზეთ Daily Sabah-ის განცხადებაში.
ეგვიპტიდან უკრაინაში მიმავალი გემი საჭესთან დაკავშირებული გაუმართაობის გამო სულთან მეჰმედ ფატიჰის ხიდთან ახლოს სახლს შეეჯახა.
Footage captured inside a restaurant beside the waterfront mansion shows the moment of Malta-flagged ship’s crash near Anadoluhisarı area in Istanbul’s Bosporushttps://t.co/pngyEGss7bpic.twitter.com/Ps2UuE7ToP
— DAILY SABAH (@DailySabah) April 7, 2018
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობამ მნიშვნელოვანი დაზიანებები მიიღო. დანგრეული სასახლე XVIII საუკუნეში არის აშენებული და 85 მილიონ დოლარად ფასდება.
გემი ინციდენტის ადგილიდან ბუქსირით გადაიყვანეს. ეკოლოგიური ზარალი არ დაფიქსირდა.