ნანა ბედიაშვილი: „უშუქობის დროს სანთლების ჩამონაღვენთებით ვერთობოდი“

ნანა ბედიაშვილი იხსენებს იმ დროს, როცა სახლში იჯდა და თავში აზრად მოუვიდა, სანთლის ჩამონაღვენთებით სხვადასხვა ფიგურები გაეკეთებინა, რამაც, მალე სერიოზული გატაცების სახე მიიღო.
Sputnik

„როცა ასეთი ფიგურა ბევრი დამიგროვდა, ამან სერიოზული ხასიათი მიიღო“-განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ნანა ბედიაშვილმა.

ნანა ბედიაშვილი- პროფესიით უცხო ენების სპეციალისტი, ცვილისგან თოჯინებს და ფიგურებს აკეთებს. მისი გამოფენა იყო ფოლკლორის ცენტრში და საკრებულოში. მისი ერთი ნახელავი თოჯინების მუზეუმმა შეისყიდა.