მამა თეოდორე: ხშირად მარხვის დასრულება, სულიერი ცხოვრების დასრულებასაც ნიშნავს

მამა თეოდორე გაგნიძე აღდგომის დღესასწაულის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„ჩვენ ვერ გავექცევით გარკვეულ პრობლემებზე საუბარს. საუბარს იმაზე თუ რას ნიშნავს აღდგომა, როგორ უნდა გავიგოთ ის. ამ დღეს უნდა გავითავისოთ, რა გვიხარია, როცა ერთმანეთს ვულოცავთ, რას უკავშირდება ეს სიხარული? თუ ეს სიხარული ღმერთს უკავშირდება, მაშინ რატომ ხდება ხოლმე სარწმუნოებრივი ცხოვრების გაგრილება? სამწუხაროდ ხშირად მარხვის დასრულება, სულიერი ცხოვრების დასრულებასაც ნიშნავს“, — ამბობს მამა თეოდორე.

აღდგომა  — უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, ამ დღეს მართლმადიდებლები უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობენ.  წელს საქართველოში  აღდგომა 8 აპრილს აღინიშნება.