თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. კენიის დედაქალაქ ნაირობისთან ახლოს უზარმაზარი ბზარი გაჩნდა, ბუნებრივი კატაკლიზმის ვიდეოჩანაწერი გამოცემა Daily Nation-ის Youtube-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა, იუწყება РИА Новости.
დედამიწის ზედაპირზე არსებული ნაპრალი სიგრძეში რამდენიმე კილომეტრს აღწევს, სიღრმეში — 15 მეტრსა და სიგანეში — 20 მეტრს.
ვიდეოჩანაწერზე ჩანს, რომ დიდმა ბზარმა კენიის ველის ზედაპირზე გაიარა და გზაჯვარედინს შეეხო, რამაც ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა.
National Geographic-ის თქმით, შესაძლოა, ნაპრალი მანამდე ვულკანური ფერფლით იყო გავსებული, ძლიერმა წვიმებმა გამორეცხეს ეს ფერფლი, რის შედეგადაც წარმოიქმნა ეს ნაპრალი. მეცნიერები შიშობენ, რომ ეს მოვლენა აფრიკის გახლეჩის პროცესის დასაწყისია, რომლის შედეგად 50 მილიონი წლის შემდეგ კონტინენტი ორ ნაწილად გაიყოფა.