სააკაშვილმა ახალი სამსახური იშოვა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ქართულ ოპოზიციას ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა
Sputnik

თბილისი, 7 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორმა განაცხადა, რომ ახალი სამსახური იშოვა — ის ჰოლანდიაში ლექციებს წაიკითხავს.

თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ სააკაშვილი პოლონეთში გააძევა, საიდანაც ის ნიდერლანდებში გადავიდა. ამ ქვეყანაში მან მიიღო პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომელიც მას ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას აძლევს. 

„მოველაპარაკე ნიდერლანდების სპიკერთა აკადემიას თანამშრომლობაზე. სანამ ევროპაში ვარ, თავს ლექციებით შევინახავ. აკადემიაში ძალიან მაგარი კოლექტივია, მათ გამაკვირვეს ჩენი რეგიონის სპეციფიკის კარგი ცოდნით და სწორი ფასეულობებით. იმედი მაქვს, რომ ლექციების წაკითხვა დიდხანს არ მომიწევს, და ჩემს გამოცდილებას ლექციებს კი არა, ძალაუფლებიდან ოლიგარქების ჩამოშორებას და რეალურ რეფორმაციას მოვახმარ“, — დაწერა სააკაშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

სააკაშვილმა აგრეთვე ქართველ ხალხს და ოპოზიციას ივანიშვილის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ბურჯანაძემ სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

„ივანიშვილი არის საქართველოს მტერი. საქართველოს არის განადგურების საფრთხის წინაშე. ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა ოპოზიციურ ძალას, ვინც არ გაიყიდა, სანამ დროა, გავერთიანდეთ. გადავდოთ გვერდზე ყველა განსხვავება, ჩენ გამოგვივა დიდი ცვლილებების მოხდენა უკვე წელს, და საქართველოს დახსნა დაცლისგან, განადგურებისგან და რუკიდან გაქრობისგან, იმიტომ რომ ამის საფრთხე რეალურია“, — განაცხადა სააკაშვილმა.

მანამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, რათა მოსახლეობის ცხოვრების დონე გააუმჯობესოს.

საქართველოში სააკაშვილი სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში ფიგურირებს. მიმდინარე წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად სამი წლით პატიმრობა შეუფარდა, „გაერთიანებული ქართული ბანკის“ თანამშრომლის, სანდრო გვირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით.

ივანიშვილი გამდიდრდა, მაგრამ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში პოზიციები დაკარგა

გასული წლის ზაფხულში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. თუმცა პოლიტიკოსმა, რომელიც იმ მომენტში აშშ-ში იმყოფებოდა, უკრაინაში დაბრუნება შეძლო — პოლონეთის საზღვარზე მან მესაზღვრეების კორდონები გაარღვია. შემოდგომაზე ის სათავეში ედგა საპროტესტო აქციებს კიევში და სხვა მოთხოვნებთან ერთად, პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვდა.

საბოლოო ჯამში ის გააძევეს ქვეყნიდან და 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აუკრძალეს. სააკაშვილის დაცვის მხარემ გატაცებისა და ქვეყნიდან უკანონო გაძევების შესახებ პოლიციაში განცხადება შეიტანა.