„ჩემს მიერ გაკეთებული რეალისტური თოჯინები უფრო ადამიანს ჰგავს, რადგან ისინი ფორმებისა და ზომებით განსხვავდება ჩვეულებრივი ნიმუშებისგან“-განუცხადა „Sputnik- საქართველოს“ ირინა დარჩიაშვილმა.
ირინა დარჩიაშვილი- უცხო ენის სპეციალისტი, აზია-აფრიკის ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. თვითნასწავლი ხელოვანია, მისმა თოჯინებმა პრაღაში გამართულ გამოფენაზე დიდი მოწონება დაიმსახურა.