ხანძარი დაბა ლაითურში - ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა

სავარაუდოდ, დამწავრია 30 ჰექტრამდე ფართობი.
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. დაბა ლაითურში ხანძარი გაჩნდა, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.

როგორც  ოსიკო თოთიბაძე აცხადებს, ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა.

„მიზეზი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სამუშაოებია, რის გამოც, ცეცხლი ბუჩქნარს გაუჩნდა და ქარის გამო,  მთელ ფართობზე გავრცელდა. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია“, — განაცხადა თოთიბაძემ.

სავარაუდოდ, დამწავრია  30 ჰექტრამდე ფართობი.