რაბათის კომპლექსი 10 აპრილამდე დაიკეტება

მსურველები შუასაუკუნეების კომპლექსის დათვალიერებას 10 აპრილის შემდეგ შეძლებენ
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით რაბათის კომპლექსი ორი დღით, ხოლო სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი – ოთხი დღით დაიკეტება, იუწყება ტელეკომპანია Imedi

„ახალციხის ციხის“ დირექტორის, დავით ტაბატაძის განცხადებით, ისტორიული კომპლექსი ორი დღე – 8 და 9 აპრილს არ იმუშავებს; ხოლო სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი – 6–დან 9 აპრილის ჩათვლით.

შვიდი ჰექტარი ფართობის ციხესიმაგრე წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ის ორ – ზედა (ისტორიულ) და ქვედა (თანამედროვე) ნაწილად იყოფა. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსულმანური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში კი ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.