მამა თეიმურაზი: ვნების შვიდეული მთელი წლის განმავლობაში გამორჩეული კვირაა

მამა თეიმურაზ თათარაშვილი ვნების კვირის შესახებ საუბრობს.
Sputnik

„ვნების შვიდეული მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებული და გამორჩეული კვირაა. ამ კვირაში ტაძარში დატვირთულია ღვთისმსახურება. მორწმუნე ადამიანი უნდა ცდილობდეს ეს კვირა განსაკუთრებული მდუმარებით და შინაგანი კრძალვით დაიცვას. თუ დრო და საშუალება აქვს ეცადოს, რომ არ გამოტოვოს არცერთი მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება“, განაცხადა მამა თეიმურაზმა.

ვნების კვირა აღდგომის დიდი მარხვის ბოლო კვირას ჰქვია. ეს კვირა იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმის, დასაფლავების და აღდგომის მოგონებას ეძღვნება. ვნების შვიდეული – წლის მთავარი კვირაა ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში. ამ კვირის ყოველი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.