არქიმანდრიტი იოანე: მართალი ადამიანი ასეთი ტკივილისთვის გაიმეტეს

არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი დიდი (წითელი) პარასკევის შესახებ საუბროს.
Sputnik

„ამ დღეს ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე ჯვარს აცვეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც რამდენიმე დღით ადრე დიდებით შეიყვანეს იერუსალიმში. იმ დროისთვის ჯვარცმა იყო უდიდესი სასჯელი ადამიანისთვის. მართალი ადამიანი, რომელიც ამდენ სასწაულს ახდენდა ასეთი ტკივილისთვის გაიმეტეს“, — ამბობს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი

დიდი პარასკევი  ქრისტიანულმა ეკლესიამ დააწესა იმ დღის აღსანიშნავად, როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს.  წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.