ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 8 აპრილს

აღდგომის დღესასწაულზე თბილისში 20 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სინოპტიკოსები კვირას, 8 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე დედაქალაქში მზიან ამინდს პროგნოზირებენ.

მინიმალური ტემპერატურა ღამით იქნება +9 გრადუსი, ხოლო დღისით +20 გრადუსამდე დათბება.

მზე 06:33 საათზე ამოვა და 19:33 საათზე ჩავა.