ტყიბულის მაღაროში ადამიანები დაიღუპნენ

მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში ექვსი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ოთხი, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უბედური შემთხვევა გამთენიისას, დილის ოთხ საათზე მოხდა. მომხდარის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.