WizzAir–ი ქუთაისი–ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს იწყებს

ზაფხულში საქართველოს მოქალაქეები დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ახალი შეთავაზებით სარგებლობას შეძლებენ
Sputnik

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik.  მსხვილი დაბალბიუჯეტიანი  ავიაკომპანია WizzAir–ი 3 ივლისიდან ქუთაისსა და ბუქარესტს შორის პირდაპირ ავიარეისებს განახორციელებს, ნათქვამია ავიაკომპანიის  ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ქუთაისი პირდაპირი ავიარეისებით ევროპის კიდევ ცხრა ქალაქს დაუკავშირდება

რუმინეთის დედაქალაქში ავიარეისები ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში სამჯერი: სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. ბილეთები უკვე გაყიდვაში ჩაეშვა.

 რუმინეთი იმ 20 მიმართულებიდან  მე–14 ქვეყანაა, სადაც ქუთაისიდან WizzAir–ი ფრენებს ახორციელებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან დასავლეთით  14 კილომეტრში მდებარეობს, 2012 წელს გაიხსნა.

ქუთაისის აეროპორტის პრიორიტეტი საქართველოს ავიაბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვაა.