პროდუქცია დახლებზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ტრანსცხიმებს შეიცავს

პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სკოლამდელი ასაკისა და ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტები ტრანსცხიმებს საერთოდ არ უნდა შეიცავდეს
Sputnik

თბილისი,  5 აპრილი — Sputnik.  სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა  სარეალიზაციო ნაწარმიდან ამოიღეს პროდუქცია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ტრანსცხიმებს დიდი ოდენობით შეიცავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ლაბორატორიულად შემოწმებული 136 ნიმუშიდან ჯანმრთელობისთვის საზიანო ტრანსცხიმების მაღალი ოდენობა ათამდე შემთხვევაში გამოვლინდა. 

ცხენისა და ვირის ხორცი თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში - ობიექტების ჩამონათვალი

ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  100 გრამ მცენარეულ ცხიმში ტრანსცხიმები 2 გრამს აჭარბებდა.  აღნიშნული დარღვევები გამოვლინდა შემდეგ მწარმებელ და იმპორტიორ კომპანიებში:

 შპს „ათინათი”- აწარმოებს მცერანერულ ცხიმზე დამზადებულ რძის ნაწარმს (დარღვევა მის მიერ წარმოებულ სამი სახეობის პროდუქტში აღმოჩნდა); ტრანსცხიმის გადაჭარბებული რაოდენობა იყო „კონდიტერის” ორცხობილა „ხრაშუნასა” და ნამცხვარ „ბანანში“; ნაყინ „აისბერგში”, საკონდიტრო West georgian baker –ის  ნამცხვარ „ბომბორაში”, საკონდიტრო „ნარცისის” ორცხობილაში და რუსული წარმოების „იაშკინოს“ ვაფლში.

საშიში პროდუქცია გაყიდვიდან უკვე ამოღებულია, ახალ პარტიებში კი ტრანსცხიმების შემცველობის სტანდარტები დაცულია.

ტრანსცხიმების შემცველობაზე პროდუქტების შემოწმება სურსათის სააგენტომ გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ამ დრომდე 136 ნიმუში შემოწმდა. წელს კიდევ 210 ნიმუშის შემოწმებაა დაგეგმილი. 

ახალი რეგულაციის თანახმად,  პროდუქტებში ტრანსცხიმების შემცველობა 100 გრამ მცენარეულ ცხიმში 2 გრამს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო სკოლამდელი ასაკისა და ჩვილი ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქტები ტრანსცხიმებს საერთოდ არ უნდა შეიცავდეს.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული რეგულაციით დადგენილი მოთხოვნა დარღვეული იქნება, კომპანია, რომელიც აწარმოებს ან რეალიზაციას უწევს მოცემულ პროდუქციას,   ვალდებული იქნება წარმოებიდან ამოიღოს პროდუქცია და გაანადგუროს იგი. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 1000 ლარით დაჯარიმდება. 

ტრანსცხიმები