თავდასხმა Youtube-ზე: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

Sputnik

მსოფლიოს უმსხვილესი ვიდეოჰოსტინგი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც სან-ბრუნოში ორგანიზაციის შტაბბინაში რამდენიმე გასროლა მოხდა. იხილეთ ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

Youtube-ს შტაბბინაში ცეცხლი წარმოშობით ირანელმა ადგილობრივმა ქალმა, ნასიმ აგდამმა გახსნა, რომელიც ცხოველთა უფლებებს იცავდა და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდას ეწეოდა, იუწყება ამერიკული მედია. ნასიმმა სამი ადამიანი დაჭრა. ერთ-ერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

1 / 12
სამი ადამიანი დაშავდა Youtube-ს შტაბბინაში მომხდარი რამდენიმე გასროლის შედეგად
2 / 12
შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ფოტოზე - პოლიციის ოფიცერს ძაღლი მიყავს პატონთან
3 / 12
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ცეცხლი გახსნა 39 წლის ეროვნებით ირანელმა ადგილობრივა ნასიმ აგდამმა
4 / 12
ნასიმ აგდამის თავდასხმის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ერთმა ადამიანმა კი ფეხი დაიზიანა შენობიდან ევაკუაციის დროს
5 / 12
სროლის შემდეგ პოლიციამ Youtube-ს შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია დაიწყო
6 / 12
თავდამსხმელი პოლიციამ სროლის შემდეგ გარდაცვლილი იპოვა. პოლიციის ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
7 / 12
Youtube-ს შტაბბინაში სროლამ საზოგადოებისა და ადგილობრივი სამართალდამცავების ყურადღება მიიპყრო. შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი SWAT
8 / 12
პოლიციის ვარაუდით, ნასიმ აგდამის მიზანი მისი ნაცნობი მამაკაცი იყო, რომელიც ახლა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება სან-ფრანცისკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში
9 / 12
საქმეს იძიებს ფედერალური ბიურო (FBI). როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, ნასიმ აგდამი ეროვნებით ირანელი იყო, ის აქტიურად იცავდა ცხოველთა უფლებებს და პროპაგანდას უწევდა ჰუმანისტურ იდეებს, მათ შორის ვეგეტარიანიზმს
10 / 12
თავდამსხმელი Youtube-ს მომხმარებელი იყო. მისი არხი Nasime Wonder1 თავდასხმის შემდეგვე წაიშალა, მას დაახლოებით 5000 ხელმომწერი ყავდა, ხოლო მის ვიდეორგოლებს მილიონობით ნახვა ქონდა. ფოტოზე - პოლიციის ოფიცრები Youtube-ს ოფისში სან-ბრუნოში
11 / 12
სროლის შედეგად დაშავებულები სან-ფრანცისკოს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
12 / 12
სან-ფრანცისკოს ცენტრალური კლინიკის შესასვლელში გაძლიერებული დაცვა დაწესდა