საქართველოს რამდენ მოქალაქეს სურს თავშესაფრის მიღება ჩეხეთში

ჩეხეთში თავშესაფრის მაძიებელთა შორის უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები დომინირებენ
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ჩეხეთის ხელისუფლებას თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს 33-მა მოქალაქემ მიმართა, იუწყება РИА Новости ქვეყნის შსს-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„თქვენ არ ხართ იძულებული გაიქცეთ" – ევროპარლამენტარი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

„მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ჩეხეთს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით 262-მა უცხოელმა მოქალაქემ მიმართა, რაც 2017 წლის მონაცემებს 27 ადამიანით აღემატება. აქედან უმრავლესობას შეადგენს უკრაინის (76 ადამიანი) და საქართველოს (33 ადამიანი) მოქალაქეები“, — ნათქვამია განცხადებაში.

იანვარში, შსს-ს მონაცემებით, ჩეხეთში თავშესაფრის უფლება ერთ უცხოელს მიენიჭა, თებერვალში — შვიდს. კიდევ 11-მა ადამიანმა ამ პერიოდში ჩეხეთში დროებითი თავშესაფრის უფლება მიიღო.

2017 წელს ჩეხეთის ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 1400-მა ადამიანმა მიმართა. ამ მაჩვენებელს შსს-ს პრესსამსახური 2001 წლის მონაცემებს ადარებს. იმ წელს ჩეხეთში თავშესაფარი 18 000-მა უცხოელმა მოითხოვა.