სანზონაში მაღაზიაში მამაკაცი გარდაიცვალა

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, სანზონაში, მუხრანის ქუჩაზე სასურსათო მაღაზიაში 60 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, ადგილიდან იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

თვითმხილველთა განცხადებით, მამაკაცი მაღაზიაში სურსათს ყიდულობდა, ამ დროს ის შეუძლოდ გახდა და დაეცა. შემთხვევა ახლახან მოხდა.

ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადა და სამართალდამცველები. 

მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ში განაცხადეს, რომ აღნიშნულ ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.