სააღდგომოდ 41 მსჯავრდებული საპატიმროებს დატოვებს

შეწყალების კომისიამ სულ 335 პატიმრის საქმე განიხილა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომოდ 64 მსჯავრდებული შეიწყალა, განაცხადა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„შეწყალებულთა შორის სამი ქალი და ორი არასრულწლოვანია. 41 შეწყალებული საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, 23 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება სასჯელი", — აღნიშნა ქორიძემ.

შეწყალების კომისიამ 28-29 აპრილს სულ 335 პატიმრის საქმე განიხილა.

შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა კომისიის წევრების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო.