თბილისში „სასწრაფო დახმარების“ ავტოპარკს აახლებენ

თბილისის გარდა, სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები საქართველოს მაღალმთიან რეგიონებშიც გადაეცა
Sputnik

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების თბილისის ცენტრის ავტოპარკმა FIAT-ის მარკის ათი ახალი ავტომობილი მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალი ავტომობილები აღჭურვილია გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა დანადგარით, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. ახალი ავტომობილების შესაძენად გამოიყო 870 ათასი ლარი.

Новые автомобили скорой помощи в столице Грузии

„თბილისის სასწრაფო სამედიცინო ცენტრს დაემატა 10 ახალი ავტომანქანა, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს 70 ახალი ავტომობილის შესყიდვა. ეს კეთდება სერვისის გაუმჯობესებისთვის. ვისურვებდი, რომ არასდროს არავის დასჭირდეს სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის გამოძახება, თუმცა, სერვისი უნდა იყოს მაღალ დონეზე ამ მიმართულებით", — განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Новые автомобили скорой помощи в столице Грузии

ავტოპარკის განახლება მოხდა ასევე აჭარაში, კერძოდ ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ახალი ავტომობილები იმოძრავებს. აღნიშნული ავტომობილები რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი. ახალი ავტომობილები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშიც გადაეცათ. საერთო ჯამში, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს გადაეცა 22 მანქანა, რომელიც რთულად მისადგომ ადგილებში გადაადგილებას შეძლებს. 

ავტოპარკის განახლების პროცესი საქართველოს რეგიონებში 2014 წლის ოქტომბერში დაიწყო და მიზნად სასწრაფო დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს.