მიხეილ კალატოზოვის „მარილი სვანეთს“ მოსკოვში აჩვენებენ

მიხეილ კალატოზიშვილი ერთადერთი საბჭოთა და რუსეთში მოღვაწე რეჟისორია, რომლის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ფილმს „მარილი სვანეთს“ მოსკოვის გალერეაში На Каширке 4 აპრილს აჩვენებენ.

მიხეილ კალატოზოვმა ფილმი „მარილი სვანეთს“ ორი დაუსრულებელი ნამუშევრისგან დაამონტაჟა — სვანეთის ხედების შესახებ ფილმის და ფილმ „ბრმას“, რომელიც 1929 წელს გადაიღო. ფილმში მოთხრობილია უშგულის თემის სვანების ცხოვრების შესახებ, რომლებიც მდინარე ენგურის სათავესთან მდებარეობს.

უშგული – სვანეთის მარგალიტი

გალერეა На Каширке მოსკოვში1986 წელს გაიხსნა. მრავალფუნქციურ ცენტრში მიმდინარეობს საგანმანათლებლო მუშაობა, ტარდება ლექციები, მასტერ-კლასები, კინოჩვენებები, კონცერტები, შემოქმედებითი შეხვედრები, ინტერაქტიური მხატვრული აქციები, წიგნების პრეზენტაციები, ფესტივალები.

მიხეილ კალატოზოვი დაიბადა თბილისში 1903 წლის 28 დეკემბერს. ახალგაზრდა ასაკიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში მძღოლად, კინომექანიკოსად, მემონტაჟედ, ოპერატორად და სცენარისტად. 30 წლის ასაკში კალატოზოვმა ჩააბარა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიის ასპირანტურაში. დამთავრების შემდეგ დაბრუნდა თბილისში და თბილისის კინოსტუდიის დირექტორად მუშაობდა.

მიხეილ კალატოზიშვილი ერთადერთი საბჭოთა და რუსეთში მოღვაწე რეჟისორია, რომლის ფილმმა „მიფრინავენ წეროები“ კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმის რტო“ მოიპოვა.