დაკავება საფულის ქურდობისთვის - იტალიაში ქართველი ტურისტი დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ერთ-ერთ ბარში მყოფ ჯარისკაცს საფულე მოპარა.
Sputnik

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. პიზაში პოლიციამ საფულის ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ასეც ხდება: იტალიაში ქართველმა ქართველის ოფისი დააყაჩაღა

იტალიური მედიის ცნობით, 30 წლის პ.ბ.-მ პიზის ერთ-ერთ ბარში მყოფ ჯარისკაცს საფულე მოპარა. ბოროტმოქმედი მოგვიანებით ბარის მეპატრონემ და საფულის მფლობელმა დააკავეს. დამნაშავეს შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გავრცელებული ინფორმაციით, მან პოლიციას განუცხადა, რომ იგი ტურისტია და იტალიაში მოგზაურობს. სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გაითვალისწინა, რომ დაკავებული ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და ის გაათავისუფლეს.