თბილისის გრან-პრი ძიუდოში: ემოციური და გამორჩეული მომენტები

Sputnik

საქართველოში მაყურებლებით ტრიბუნები სპორტის მხოლოდ რამდნეიმე სახეობაზე ივსება, მათ შორის არის რაგბი და ძიუდო. იხილეთ Sputnik-საქართველოს საუკეთესო ფოტოები თბილისის გრან-პრიდან

ქართველმა ძიუდოისტებმა თბილისის გრან-პრიზე 14 მედალი მოიპოვეს: ხუთი ოქრი, სამი ვერცხლი და ექვსი ბრინჯაო, რითაც მამაკაცთა ნაკრები გუნდურ ჩათვლებში პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ქალთა შორის ტურნირს, აქ ფრანგ ძიუდოისტებს ბადალი არ ჰყოლიათ, რომლებმაც მოიპოვეს ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი. თითოეული გამარჯვებულის რეიტინგი 700 ქულით გაიზარდა და მათ საჩუქრად სამი ათასი დოლარი გადაეცათ.

1 / 15
თბილისში ძიუდოს გრან-პრი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა
2 / 15
შეჯიბრებებმა ზღვა ემოციები მოჰგვარა მაყურებლებს
3 / 15
და თავად სპორტსმენებს, რომლებიც გამარჯვების სიხარულსა და დამარცხების განცდას მკვეთრად გამოხატავდნენ
4 / 15
ძიუდოზე, როგორც რაგბიზე, ტრიბუნები ყოველთვის ივსება. მაყურებელთა ნაწილი კონკრეტული სპორტსმენის საქომაგოდ მოდის
5 / 15
ჯამში ქართველმა მოჭიდავეებმა თბილისის გრან-პრიზე 14 მედალი მოიპოვეს
6 / 15
თითოეულმა გამარჯვებულმა საკუთარ წონით კატეგორიაში 700 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და პრიზად სამი ათასი დოლარი გადაეცა
7 / 15
ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს ხუთი ოქროს, სამი ვერცხლისა და ექვსი ბრინჯაოს მედალი
8 / 15
საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლებში პირველ ადგილზე გავიდა
9 / 15
მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში - 90-მდე და 100 კილოგრამამდე - მამაკაცების ნაკრები მედლის გარეშე დარჩა
10 / 15
რაც შეეხება ქალთა ტურნირს, აქ ფრანგ ძიუდოისტებს ბადალი არ ჰყოლიათ
11 / 15
ფრანგმა ძიუდისტმა ქალებმა მოიპოვეს ხუთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი
12 / 15
ქართველმა ძიუდოისტმა, 17 წლის მარიამ ჭანტურიამ 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რთულ ბრძოლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
13 / 15
მარიამ ჭანტურია ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლის შემდეგ
14 / 15
შეჯიბრების ყოველი დღე იყო საინტერესო და სანახაობრივი. დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს!
15 / 15
თბილისის გრან-პრი ძიუდოში სპორტის სასახლის ახალ შენობაში გაიმართა