მსახიობი ოლეგ მენშიკოვი ქართველი დიზაინერის სამოსში წარდგა

დიზაინერმა გიორგი შაღაშვილმა, რომელიც ცნობილია შავი ტონების სიყვარულით, რუსული კინოს ლეგენდის გარდერობი შეავსო
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. კინოსა და თეატრის ცნობილი რუსი მსახიობი ოლეგ მენშიკოვი ქართველი დიზაინერის, გიორგი შაღაშვილის სამოსში წარდგა. მან შეარჩია გრძელი ასიმეტრიული პალტო შავ-ნაცრისფერ ტონებში.

ვარსკვლავმა საკუთარი ფოტო, სადაც ის შაღაშვილის დიზაინის სამოსშია, საკუთარ Instagram-ში განათავსა.

 

ცნობილია, რომ რუს მსახიობს უბრალო ფერები იტაცებს — თეთრი და შავი. ხოლო შაღაშვილი ცნობილია შავი ტონებისადმი თავისი ერთგულებით.

ქართველმა დიზაინერმა თავისი ახალი კოლექციით ესპანეთი მოხიბლა

სწორედ შავი ფერების მოყვარულებს იზიდავს განსაკუთრებით დიზაინერის ტანსაცმელი. მას უყვარს შავი ფერი, თუმცა, ხანდახან მას კაშკაშა ფერებს უმატებს. ადრე მან მოქნილად გამოიყენა აფრიკული და ინდური ელემენტები კოლექციებში, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

შაღაშვილი ეროვნულ სტილს თანამედროვესთან აერთიანებს და ეს მის ხელწერას განსაკუთრებულს ხდის.

გიორგი შაღაშვილი ბევრს მოგზაურობს. მან ბევრ ქვეყანაში (მათ შორის აფრიკაში) იცხოვრა და ახალი კოლექციები სწორედ ამ ქვეყნების შთაგონებით შექმნა.

სხვათა შორის, დიზაინერის აფრიკაში გადასვლა ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდება — მას ჰქონდა ორგანიზმში D ვიტამინის ნაკლებობა. ეს პრობლემა დანიაში დანიელ მეუღლესთან და სამ შვილთან 4,5 წელიწადის განმავლობაში ცხოვრებისას შეექმნა. ამჟამად დიზაინერი სტამბულში ცხოვრობს.