„აუტიზმის სპექტრის აშლილობა მიეკუთვნება იმ მდგომარეობების რიგს, რომლის დროსაც ადრეული მომართვიანობა რადიკალურად ცვლის გამოსავალს“ — აღნიშნა მედეა ზირაქაშვილმა.
ფსიქიატრის განმარტებით, რაც უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება ამ მდგომარეობის შესახებ, ადრეულ ასაკში შეამჩნევს მშობელი, მიმართავს სპეციალისტს და დაიწყება ადრეული ინტერვენცია, გაცილებით მეტ ზრდასრულ ადამიანს მივიღებთ, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა ადაპტირდნენ იმ სოციუმში, რომელშიც ცხოვრობენ.