საქართველოში ბელარუსიდან შავი პურის ნახევარფაბრიკატი შემოვა

საქართველოში ბელარუსიდან შავი პურის ნახევარფაბრიკატის შემოტანით საქართველოს პურ-პროდუქტების ასოციაციაა დაინტერესებული, იუწყება ტელეკომპანია „მაესტრო“
Sputnik

„ჩვენ ვიყავით მინსკში, ვნახეთ ეს პროდუქცია და გვაქვს სურვილი, რომ ჩვენთანაც განვახორციელოთ რამდენიმე პროექტი, რომელიც ეხება შავი პურის ცხობას, იმიტომ რომ მასზე ჩვენთან ძალიან დიდი მოთხოვნილებაა“-აღნიშნა ასოციაციის თავმჯდომარე  მალხაზ დოლიძემ.

შავი პურის ნახევარფაბრიკატი, რომლის იმპორტირებაც ბელარუსიდან იგეგმება, სპეციალური ტექნოლოგიითაა დამზადებული და რეალიზაციის ხანგრძლივი ვადა აქვს.