ასეც ხდება: იტალიაში ქართველმა ქართველის ოფისი დააყაჩაღა

ორმა თავდამსხმელმა ოფისიდან ასეულობით ევროს გატაცება მოახერხა
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. იტალიაში ქართველების კუთვნილი ფულადი გზავნილების ოფისი  „ინტელ-ექსპრესი" ქართველებმა დააყაჩაღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველოს მოქალაქემ იტალიაში 83 წლის მამაკაცი გაძარცვა

შემთხვევა ქალაქ ბარიში მოროს მოედანზე გუშინ საღამოს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედები ფულადი გზავნილების ოფისში ნიღბების გარეშე შეიჭრნენ, თანამშრომლებმა მათთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხეს.

ორმა თავდამსხმელმა ოფისიდან ასეულობით ევროს გატაცება მოახერხა. კომპანიის თანამშრომლებმა თავდამსხმელების ამოცნობა მოახერხეს.

საქმეს იტალიის პოლიცია იძიებს.