ძარცვა იტალიაში - არიან თუ არა დამნაშავეები ქართველები

იტალიური მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში ძარცვაში ეჭვმიტანილთა შორის ეთნიკური ქართველები არ ფიგურირებენ
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. სავარაუდო დამნაშავეებს შორის, რომლებმაც ფულადი გზავნილების ქართული კომპანია „ინტელ-ექსპრესის" იტალიური ფილიალი დააყაჩაღეს, ქართველები არ არიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით.

შემთხვევა ქალაქ ბარიში მოროს მოედანზე კვირას საღამოს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. თავიდან ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძარცველები ეთნიკური ქართველები იყვნენ.

„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც პოლიციის ჩენს ატაშეს იტალიელმა სამართალდამცველებმა გადასცეს, სავარაუდო დამნაშავეებს შორის ქართველები არ ფიგურირებენ“, — განაცხადა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

ასეც ხდება: იტალიაში ქართველმა ქართველის ოფისი დააყაჩაღა

დანაშაულის საკითხი, რომელიც საქართველოს მკვიდრების მიერ არის ჩადენილი, მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში გერმანიის, საფრანგეთს, შვედეთს და ისლანდიის ხელისუფლებამ 2017 წლის მარტში უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის და ევროპულ ქვეყნებში კრიმინალის გაძლიერების გამო შეშფოთება გამოთქვეს.

უვიზო რეჟიმის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ ევროპელ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გააძლიერა და კანონმდებლობის გამკაცრება დაიწყო, კერძოდ, მთავრობამ პარლამენტში განსახილველად შეიტანა ცვლილებათა პაკეტი კანონში „სამოქალაქო აქტების შესახებ“, რომელიც ქვეყანაში გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრებას ითვალისწინებს.

პროექტის თანახმად, საქართველოში აეკრძალება გვარის შეცვლა იმ პირებს, რომელთა მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, მით უმეტეს თუ ისინი იძებნებიან საქართველოში, უცხოეთში ან ინტერპოლით, ასევე თუ გვარის შეცვლის მსურველი პირი დეპორტირებულია ან დაბრუნებულია საქართველოში  რეადმისიის ფარგლებში  და დეპორტაციის ან რეადმისიის მომენტიდან 5 წელი არ გასულა.

საქმე ისა, რომ შეცვლილი გვარით ადამიანების იდენტიფიცირება ევროპაში გაცილებით რთულია და ზოგიერთი ადამიანი იცვლის გვარს და ევროკავშირის ქვეყნებში კრიმინალურ საქმიანობას ეწევა.