სიმართლე თუ „ჩაშვება": რას ამბობს 12 წლის დაჭრილი მოსწავლე

სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი — Sputnik. ბათუმში 12 წლის მოზარდი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მოზარდზე თავდასხმაში ბრალდებულ აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი დაუმძიმდა

შემთხვევა VII საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა.

ამ დროისთვის მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ცენტრშია გადაყვანილი, მას წვივის არეში ღია ჭრილობები აღენიშნება.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მეექვსეკლასელმა თანასკოლელმა დაჭრა, თუმცა, დაზარალებულმა საავადმყოფოში განაცხადა, რომ ის სკოლის ეზოში წაიქცა და ჭრილობა მიიღო.

„მომხდარი ინციდენტის დეტალები არ ვიცი, რადგან შემთხვევა გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლის ტერიტორიის მიღმა მოხდა", — განაცხადა სკოლის დირექტორმა შორენა ქონიაძემ.

სამართალდამცავლი ორგანოებისთვის სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია და ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით („ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება") დიწყო.