კემეროვოს გუბერნატორი გადადგა

ბოლო წლებში 73 წლის პოლიტიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა საკუთარი სურვილით ვადამდელი გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა, იუწყება РИА Новости რეგიონულ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

„კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა ამან ტულეევმა საკუთარი სურვილით ვადამდელი გადადგომის შესახებ განცხადებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა“, — იუწყება საოლქო ადმინისტრაციის პრესსამსახური.

ყვავილები და სათამაშოები: თბილისში კემეროვოში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ამან ტულეევი 73 წლისაა, პოლიტიკაშია 1980-იანი წლების ბოლოდან. კემეროვოს ოლქს 1997 წლიდან ხელმძღვანელობს, 93,5-96,69%-ის შედეგით ოთხჯერ ხელახლა აირჩიეს. მისი უფლებამოსილება გუბერნატორის პოსტზე 2020 წელს იწურებოდა.

ამან ტულეევის მუშაობის პერიოდში მისი გადადგომის შესახებ ხმები არაერთხელ გავრცელდა. კერძოდ, 2017 წლის 22 მაისს ის ოფიციალურ შვებულებაში გავიდა, რომელიც ხერხემალზე ოპერაციის გამო გაუხანგრძლივეს. ამ ფონზე მედიაში მისი სავარაუდო გადადგომის შესახებ ალაპარაკდნენ, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა და 12 აგვისტოს ის სამსახურს დაუბრუნდა.