ინდოეთში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა: ნანგრევებში ადამიანები რჩებიან

მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ადამიანებს ეძებენ
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. ათი ადამიანი დაიღუპა, ბევრი დაშავდა ოთხსართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად ინდოეთის ქალაქ ინდაურში (მადჰია-პრადეშის შტატი), იუწყება РИА Новости ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

თვითმხილველის განცხადებით, შენობა ავტომობილის შეჯახების შემდეგ ჩამოინგრა. ადგილზე პოლიციის ძალები გამოცხადდნენ, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

მედიის მონაცემებით, შენობის ნანგრევებში ხუთი ადამიანი შეიძლება რჩებოდეს. შვიდი ადამიანი დაშავდა, ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.