გიული გოგვაძე: იდეა გამიჩნდა, რომ სამზარეულოს დაფა კერამიკით გამეფორმებინა

გიული გოგვაძე საუბრობს ხელოვნებისადმი დამოკიდებულებაზე, გატაცებაზე, რაც სახლის ინტერიერის მოწყობაში და სამზარეულოს საჭრელი დაფის სხვადასხვანაირად გაფორმებაში გამოიხატება.
Sputnik

„ხელოვნების აღქმა თავიდანვე მქონდა, იმიტომ, რომ ამიშენებია სახლი, გამიშენებია ბაღი, მომიწყვია ეზო და ინტერიერი“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გიული გოგვაძემ.

გიული გოგვაძე- პროფესიით მეან-გინეკოლოგი. ექიმი, რომელსაც ინტერიერის მოწყობის შემოქმედებითი ნიჭი აღმოაჩნდა.