რას სთავაზობს საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭო ევროპელ ექსპორტიორებს

საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო ევროპულ კომპანიებს, რომლებსაც ჩინეთში ექსპორტს ახორციელებენ, წარმოების საქართველოში გადმოტანას სთავაზობს, განუცხადა ორგანიზაციის პროექტების დირექტორმა გიორგი კაჭარავამ ტელეკომპანია „მაესტროს“.
Sputnik

„ეს ჩვენ ბევრ დადებით შედეგს მოგვიტანს: კერძოდ ევროპულ გამოცდილებას, დამატებით დასაქმებას და ინვესტიციას“- მიაჩნია  გიორგი კაჭარავას.

ორგანიზაციამ  შესაბამისი  ინფორმაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებს უკვე მიაწოდა. ბიზნესსაბჭოში მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან და ჩინეთთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები საქართველოს წარმოების ჰაბად გადაქცევის შესაძლებლობას მისცემს.