კვირიკაშვილი: „არსად წასვლას არ ვაპირებ“

მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მასა და მის გუნდს ჯერ კიდევ ბევრი აქვს ქვეყნისთვის გასაკეთებელი
Sputnik

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თანამდებობას ტოვებს.

გადადგება თუ არ გადადგება?

ჭორები კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ პირელად 2017 წლის დეკემბერში გავრცელდა. შემდეგ უკვე, მარტში, ამის თაობაზე რუსეთის მიმართ ღია წერილის შემდეგ ალაპარაკდნენ. წერილში კვირიკაშვილმა ქვეყნის ხელმძღვანელობას მოუწოდა, ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადაედგათ. კვირიკაშვილის შესაძლო მემკვიდრეებად დაასახელეს შს მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება“, – ასე უპასუხა კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვას მთავრობაში საკადრო გადაადგილებების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს რიგით მე–12 პრემიერ–მინისტრია. ის მთავრობას 2015 წლის დეკემბერში ჩაუდგა სათავეში. მანამდე მას საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა, ხოლო უფრო ადრე ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო.