ჯგუფი Moloko და Tom Odell–ი Tbilisi Open Air 2018–ზე გამოვლენ

ფესტივალის პროგრამაში ძირითადი აქცენტი ქართველი შემსრულებლებზე კეთდება
Sputnik

თბილისი, 29 მარტო — Sputnik.  საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2018 თბილისში 22–24 ივნისს გაიმართება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

სამი დღის განმავლობაში ახალ იპოდრომთან Lisi Wonderland–ში (ლისის ტბის ახლოს) მსმენელის წინაშე 70–ზე მეტი არტისტი წარდგება, მათ შორის, ბრიტანული ჯგუფი Moloko, ქართველო შემსრულებელი Salio, ირლანდიური ჯგუფი Rejjie Snow, ბრიტანელი შემსრულებელი Tom Odell–ი. წელს ფესტივალზე ოთხი სცენა იქნება: Main Stage, Night Stage, Golden Stage, Private Bay Stage. 

ორგანიზატორების თქმით, წელს ძირითადი აქცენტი ქართველ შემსრულებლებზე კეთდება.

სამდღიანი აბონემენტის ფასი, რომლის შეძენაც შესაძლებელია 28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით,  110 ლარია. ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია – 1500. 16 აპრილის შემდეგ აბონემენტის ფასი 170 ლარამდე გაიზრდება, ბილეთების გაყიდვა კი 17 აპრილიდან დაიწყება.

ბილეთები იყიდება ვებ–გვერდზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის სალაროებსა და „პალიტრის“ჯიხურებში.

ფესტივალი Tbilisi Open Air-ი თბილისში 2009 წლიდან ტარდება. ამ ხნის განმავლობაში მის სცენაზე უმღერიათ ისეთ საყოველთაოდ ცნობილ მუსიკოსებსა და ჯგუფებს, როგორებიც არიან ზემფირა, ჯგუფი „ლენინგრადი“, ДДТ, Placebo, Beth Hart, Black Label Society, Tiger Lillies, Soap and Skin და სხვები.