ჯანო, მალე დაგვიბრუნდი! – საქართველოს ნაკრების წევრებმა მეგობარი გაამხნევეს

Sputnik

რუსეთში მოღვაწე ქართველმა ფეხბურთელებმა მძიმედ ტრავმირებული ჯანო ანანიძე გაამხნევეს.

სამედიცინო დიაგნოზის მიხედვით, ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესები აქვს დაზიანებული. ტრავმა ფეხბურთელმა ლიტვის ნაკრებთან მატჩის დროს მიიღო. ოთხშაბათს ანანიძეს ოპერაცია ჩაუტარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოთამაშის მხარდასაჭერად ვიდეო გადაიღო.

 

წინასწარი ინფორმაციით, ნახევარმცველს სრული გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ ნახევარი წელიწადი დასჭირდება.