გაგა შოთაძე: ზუგდიდში ქართულ–იტალიური ცენტრი გაიხსნება

გაგა შოთაძე საუბრობს ზუგდიდის სამუსიკო სკოლაში ჩატარებულ ქართულ-იტალიური მუსიკის საღამოზე, რომელშიც ზუგდიდის სამუსიკო სკოლისა და ქუთაისის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
Sputnik

„აღნიშნული პროექტი ქართულ-იტალიური ურთიერთობების ფარგლებში ჩატარდა“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ გაგა შოთაძემ.

გაგა შოთაძე – იტალიური ენის ასოცირებული პროფესორი და ფლეიტისტია. იგი რომის პაპთან არსებული კულტურული საზოგადოების წევრი და იტალიაში ქუთაისის ახალგაზრდული დეპარტამენტის წარმომადგენელია. აგრეთვე დასავლეთ საქართველოში საერთაშორისო პროექტების ავტორი და კოორდინატორი.