ქართული თუ უცხოური: თბილისში წვენების ბრმა დეგუსტაცია გაიმართება

ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაცია გაიმართება დღეს სასტუმრო Holiday Inn-ში, განუცხადა მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ „Sputnik–საქართველოს“.
Sputnik

„ჩვენი მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ ბრმა დეგუსტაციის გზით გასინჯოს და ერთმანეთს შეადაროს სხვადასხვა ქართული და უცხოური ბრენდების წვენები და ყველას თვალწინ გამოვავლინოთ გამარჯვებულები“, — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.

50-მდე მოწვეული დეგუსტატორი 6 არომატის, 8 ბრენდის და 29 დასახელების ქართულ და უცხოურ წვენებს ბრმა დეგუსტაციის მეთოდით შეაფასებს. შედეგები ადგილზე გაანალიზდება და გამოცხადდება ღონისძიების დასრულებისთანავე. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ჰიპერმარკეტი „გუდვილი” და საქართველოს კულინართა ფედერაცია. მოძრაობა KAR.GE უკვე მეორედ ატარებს ამ ტიპის დეგუსტაციას.