როდის დაიწყება სააღდგომო არდადეგები?

სკოლის მოსწავლეები და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები აღდგომის დღესასწაულის დღებში ზედიზედ ოთხი დღე დაისვენებენ.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს საჯარო სკოლებსა და ბავშვთა ბაღებში სააღდგომო არდადეგები ვნების პარასკევს, 6 აპრილს დაიწყება.

მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ – ღონისძიების პროგრამა

აღდგომა — მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით ყველაზე მთავარი დღესასწაულია. ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის თარიღი ყოველწლიურად გამოითვლება სპეციალური საეკლესიო კალენდრის მიხედვით და გაზაფხულს ემთხვევა.

2018 წელს მართლმადიდებლები აღდგომას 8 აპრილს იზეიმებენ.

წელს სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, ისევე, როგორც ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში, დასვენების დღეები ვნების პარასკევს, 6 აპრილს დაიწყება და ორშაბათს, 9 აპრილს დასრულდება.

ვნების პარასკევს მართლმადიდებლები კვერცხს ღებავენ. ძველთაგან ცნობილია, რომ სწორედ სააღდგომო კვერცხი უნდა იყოს 40-დღიანი მარხვის შემდეგ პირველი საკვები.

ორშაბათი უქმე დღედ არის გამოცხადებული, სწორედ ამ დღეს არის მიღებული საფლავებზე გასვლა და გარდაცვლილი ოჯახის წევრებისა და ნათესავ-მეგობრების მოგონება.