„ცუდი ტრადიცია გვაქვს ქართველებს, სანამ ტოტალური უბედურება არ დაემართება ადამიანს, მანამდე არ ვეუბნევით მას თბილ და ტკბილ სიტყვებს. სულ ვამბობ, ლიკა ქავჟარაძისთვის, ბატონი ჯანსუღ ჩარკვიანისთვის და სხვებისთვის სიცოცხლეშივე რომ ეთქვათ ამდენი თბილი სიტყვა, დარწმუნებული ვარ, უზომოდ ბედნიერები იქნებოდნენ“, – ამბობს მაია ასათიანი.
ცნობილი ტელეწამყვანის თქმით, სულ დარდობს და ფიქრობს, როგორი ბედნიერი იქნებოდა მისი შვილი ნუცა, სიცოცხლეში ამდენი თბილი სიტყვა რომ მოესმინა და ამხელა თანადგომა ეგრძნო ადამიანების მხრიდან.