„ძალიან კმაყოფილი ვარ გელათში სტუმრობით. ბევრი ისეთი რამ დავინახე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველო სალი კლდეა და მის კალთებზე დაგორებული ქვები მისი მტრები არიან. ისინი ბოლომდე ვერაფერს ვერ მიაღწევენ“, – ამბობს ლელა კაკულია.
ქალბატონი ლელას განცხადებით, „მოდის დავით აღმაშენებელი ძლიერი ამალით, ანგელოზები მოჰყვებიან მახვილით და გაანადგურებენ ყველას, ვინც საქართველოს შეეხება“. წინასწარმეტყველის თქმით, საქართველოს ვერავინ დაამარცხებს, საქართველო გაიმარჯვებს.