აბაშიძე კემეროვოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით კემეროვოში მომხდარი ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი უდიდესი ხანძრების ოთხეულში შევიდა.
Sputnik

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ კემეროვოში სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

ხანძარი კემეროვოში, ოთხსართულიან სავაჭრო ცენტრში კვირას მოხდა. დაიღუპა 67 ადამიანი. საავადმყოფოებში რჩება 14 დაშავებული, უმეტესობა მხუთავი აირით არის მოწამლული.

„მწუხარებას გამოვთქვამთ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას დაღუპული ათეულობით ადამიანის გამო, მათ შორის, საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებთ და თანავუგრძნობთ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს", – ციტირებს აბაშიძეს საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

„დანაშაულებრივი დაუდევრობა“: პუტინმა კემეროვოს ტრაგედიის მიზეზები განმარტა

ტრაგედიასთან დაკავშირებით ორშაბათს მწუხარება გამოთქვა საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციის საკოორდინაციო საბჭომ.

მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რომელიც რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ცენტრალურ აპარატს გადაეცა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც ტრაგედიის მიზეზად გულგრილობა და დაუდევრობა დაასახელა.

კემეროვოს ოლქის გუბერნატორის განცხადებით, კუზბასის ხელისუფლება ხანძრის დროს დაღუპულთა თითოეულ ოჯახს 1 მლნ რუბლს გადასცემს. მსგავსი ქმედებისკენ მან სავაჭრო ცენტრის მფლობელებსაც მოუწოდა.

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით კემეროვოში მომხდარი ხანძარი ბოლო 100 წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარი უდიდესი ხანძრების ოთხეულში შევიდა.