სვანეთისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა აღდგენილია

რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური ქვის ცვენის გამო სვანეთი გარესამყაროს იყო მოწყვეტილი.
Sputnik

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპერტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინტენსიური ქვათაცვენის გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზაზე, ლაღურჯულასა და შავი ღელეს მონაკვეთებზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

სვანეთისკენ მიმავალ გზაზე პრობლემები 22 მარტს დაიწყო.